მიგრაციის მართვის საკითხებისადმი მიძღვნილი საკოორდინაციო შეხვედრა

 2014 წლის 12 თებერვალს თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით მიგრაციის მართვის საკითხებისადმი მიძღვნილი რიგით მე–3 ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზენტაციები მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების 65 წარმომადგენელი.

აღნიშნული ღონისძიება იმართება წელიწადში ორჯერ, სფეროში მიმდინარე პროექტებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთშეთანხმებული ქმედების დონის ამაღლების მიზნით და თავს უყრის მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მხარეს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი