EMN საქართველო
ევროკომისიასა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას (მსსკ) შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ სამუშაო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს (The European Migration Network - EMN) დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა 2021 წელს და მსსკ-ს სამდივნო განისაზღვრა, როგორც EMN-ის ეროვნული საკონტაქტო პირი. სამუშაო შეთანხმება წარმოადგენს მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
EMN-ში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით გაწევრების შემდეგ საქართველო აქტიურადაა ჩართული EMN-ის სხვადასხვა საინფორმაციო - ანალიტიკური პროდუქტების მომზადებასა და თემატური ღონისძიებების ორგანიზებაში.
EMN საქართველოს პროდუქტები
მიგრაციისა და თავშესაფრის წლიური ანგარიშები
- მიგრაციისა და თავშესაფრის 2023 წლის კონსოლიდირებული ანგარიში (6.22 MB)
- მიგრაციისა და თავშესაფრის 2022 წლის კონსოლიდირებული ანგარიში (2.52 MB)
- მიგრაციისა და თავშესაფრის 2021 წლის კონსოლიდირებული ანგარიში (3.07 MB)
- მიგრაციისა და თავშესაფრის 2020 წლის კონსოლიდირებული ანგარიში (1.18 MB)
- მიგრაციისა და თავშესაფრის ეროვნული ანგარიში (2022 წ.) (1.66 MB)
ქვეყნის მიმოხილვის დოკუმენტები
- ქვეყნის მიმოხილვა 2022 (1.26 MB)
- ქვეყნის მიმოხილვა 2021 (1.54 MB)
- ქვეყნის მიმოხილვა 2020 (2.34 MB)
კვარტალური სიახლეები
2024
2023
2022
2021
კვლევები
ინფორმები
- უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაციფრულება (1.16 MB)
- მოქალაქეობის არმქონეობა ევროკავშირში, ნორვეგიასა და საქართველოში (434.99 KB)
- პროგრესის გაზომვა მოქალაქეობის არმქონეობასთან დაკავშირებით ევროკავშირსა და საქართველოში (358.98 KB)
- დიგიტალიზაციის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მიგრაციის მართვაში (698.19 KB)
მიგრაციისა და თავშესაფრის ლექსიკონი
მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) მიგრაციისა და თავშესაფრის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი წარმოადგენს მისი ანალიტიკური საქმიანობის ევროკავშირის მასშტაბით შემუშავებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მულტიდისციპლინურ პროდუქტს, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას ტერმინთა ურთიერთშედარების შესაძლებლობის შექმნის, მათი განმარტებების ერთიანი აღქმისა და შესაბამისად, გამოყენების ხელშეწყობის გზით. ლექსიკონი განკუთვნილია როგორც მიგრაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ასევე სფეროს პრაქტიკოსებისთვის, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ლექსიკონი ქართულ ენაზე ითარგმნა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს კოორდინაციით და 2023 წელს გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე.
EMN საქართველოს ღონისძიებები
EMN-საქართველო ქსელის წევრ რომელიმე ქვეყანასთან პარტნიორობით პერიოდულად აორგანიზებს საერთაშორისო კონფერენციებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
2021 - EMN საქართველოს ეროვნული კონფერენცია
2022 - EMN საქართველოს და ესტონეთის ერთობლივი კონფერენცია