მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) შესახებ

მიგრაციის ევროპული ქსელი (სათავო ოფისით ბრიუსელში) არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის (European Union-EU) ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ევროპაში თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში წამოჭრილ საკითხებზე ობიექტური, პოლიტიკურად თავსებადი ინფორმაციითა და ცოდნით უზრუნველყოფაზე.

EMN-ი შეიქმნა 2008 წელს (ევროპული საბჭოს #2008/381/EC გადაწყვეტილებით, რომელიც შესწორდა ევროპარლამენტისა და საბჭოს [ევროკავშირი] #516/2014 რეგულაციით 2014 წლის აპრილში). EMN-ს კოორდინაციას უწევს ევროკომისიის (European Commission-EC) მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი (DG HOME).

EMN-ს ჰყავს ეროვნული საკონტაქტო პირები (National Contact Points-NCP) მის ყველა წევრ ქვეყანაში. თითოეული NCP-ი ინიშნება შესაბამისი ეროვნული მთავრობის მიერ. საკონტაქტო პირები განთავსებული არიან იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, მიგრაციის სფეროზე მომუშავე სპეციალურ სახელმწიფო უწყებებში, კვლევით ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საერთაშორისო ორგანიზაციების ეროვნულ ოფისებში.

EMN-ი აწარმოებს ანგარიშებს, კვლევებს და ანალიტიკურ მასალებს პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავების და განხორციელების ანალიზზე. ქსელი თავის რეგულარულ ბიულეტინებში აქვეყნებს უახლეს საკითხებს და ანახლებს მიგრაციისა და თავშესაფრის ტერმინთა ლექსიკონს (Glossary on Migration and Asylum). EMN-ი ასევე რეგულარულად აწყობს სემინარებს, მრგვალ მაგიდებს და სხვა ღონისძიებებსა და კონფერენციებს როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნულ დონეზე.

მეტი ინფორმაცია EMN-ის შესახებ  

EMN-ის პროდუქტები

EMN აწარმოებს თემატურ კვლევებს, სტატუს ანგარიშებს, სპეციალურ გამოკითხვებს და სხვადასხვა ანალიტიკურ მასალებს, ასევე, კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენებს, ქვეყნის მიმოხილვის დოკუმენტებსა და ყოველწლიურ ანგარიშებს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე.

EMN-ის მიერ შეიქმნა მიგრაციასა და თავშესაფართან დაკავშირებული ტერმინების და განმარტებების ონლაინ რესურსი, მიგრაციისა და თავშესაფრის ლექსიკონის სახით.

მეტი ინფორმაცია EMN-ის პროდუქტების შესახებ

EMN-ის ღონისძიებები

ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანასთან თანამშრომლობით EMN ყოველწლიურად აწყობს ორ მაღალი დონის კონფერენციას და ასევე, აორგანიზებს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას ევროკავშირის მასშტაბით. ევროკავშირის წევრი ქვეყნის დონეზე კი, ეროვნული საკონტაქტო პირები აწყობენ კონფერენციებს და ღონისძიებებს, რათა უზრუნველყონ მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე არსებული ინფორმაციის გაზიარება პოლიტიკის შექმნაზე პასუხისმგებელ პირებთან და შესაბამის ადგილობრივ აუდიტორიასთან.

მეტი ინფორმაცია EMN-ის ღონისძიებების შესახებ