მიგრაციის პროექტების 23-ე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაზე მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად განიხილა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო, არასამთავრობო და კომისიის წევრი ორგანიზაციების მიერ მიმდინარე აქტივობების გაცნობა, რაც ხელს უწყობს ინიციატივებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების მაქსიმალურად შემცირებას და უწყებათაშორის თანამშრომლობას.

სხდომის მონაწილეებმა მიგრაციის სფეროში მიმდინარე, დასრულებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

ღონისძიება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები, ამავე კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე, პარტნიორი ქვეყნების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო თავმჯდომარეობს, 9 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი