პროექტების საკოორდინაციო შეხვედრა

2023 წლის 27 თებერვალს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით 22-ე საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსსკ-ის წევრმა სახელმწიფო უწყებებმა, კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე და პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ქვეყნების წარმომადგენლებმა.

საკოორდინაციო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების და/ან დუბლირებების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის მაქსიმალურად გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კი ახლდება მიგრაციის სფეროში ადგილობრივი პროექტების „მატრიცა“.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი