საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის პროექტებზე

2019 წლის 15 თებერვალს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით მე-13 საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ მსსკ-ს წევრი სახელმწიფო უწყებების და მიგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა მოკლედ ისაუბრეს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციის კუთხით დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომლებიც მიმართულია საზღვრის მართვისა და ლეგალური მიგრაციის (მათ შორის, საერთაშორისო შრომითი მობილობის) ხელშეწყობისკენ, ისევე როგორც დიასპორის გაძლიერებისა და მისი ჩართულობის, მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების მხარდაჭერისკენ და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებისკენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო საქმიანი ინფორმაციის ურთიერთგაზიარებას და მათ შორის, კონტაქტების დამყარებას მიგრაციის მართვის სფეროში ჩართულ ახალ აქტორებთან.

საკოორდინაციო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ, თავს უყრის სფეროთი დაინტერესებულ და მასში ჩართულ ყველა მოთამაშეს, და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების და/ან დუბლირებების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის მაქსიმალურად გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამდივნოს მიერ სისტემატიურად ახლდება მიგრაციის შესახებ პროექტების ელექტრონული „მატრიცა“.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი