ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2018 წლის 30-31 მაისს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფის რიგით მე-2 შეხვედრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ჯგუფის კოორდინატორი) ხელმძღვანელობით წარმართული შეხვედრა ძირითადად ფოკუსირებული იყო საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე.

სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვედრაზე საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით სამინისტროს ხედვას გაეცნენ და ამავდროულად მოისმინეს სხვადასხვა უწყებების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. შეხვედრაზე საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით როგორც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისე UNHCR-ის დაფინანსებით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამების შესახებაც ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ანგარიშიც წარედგინათ.

მსსკ-ს ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში განხორციელებული საქმიანობისას გამოვლენილ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი