სტაჟირება პრაღის პროცესის მიგრაციის ობსერვატორიის ფარგლებში

logo PP 1

2018 წელს მიგრაციის ობსერვატორია იწყებს სტაჟირების პირველ ეტაპს ახალგაზრდა მოხელეებისთვის და სტუდენტებისთვის პრაღის პროცესის მონაწილე ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან). სტაჟირება შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს პრაქტიკულად ჩაერთონ პრაღის პროცესის საქმიანობაში და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ მიგრაციის ობსერვატორიის განვითარებაში. ამრიგად, სტაჟიორს შეეძლება არა მხოლოდ საკუთარი ცოდნის გაღრმავება მიგრაციის ძირეულ საკითხებზე, არამედ დეტალურად გაეცნობა წამყვანი სუბიექტების როლსა და პასუხისმგებლობებს მიგრაციასთან დაკავშირებულ სახელმწიფოთაშორის დიალოგში.

სტაჟირება ძირითადად ფოკუსირებული იქნება შერჩეულ პირთა ანალიტიკურ, საორგანიზაციო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე. იგი ასევე ხელს შეუწყობს სტაჟიორის შემოქმედებითი უნარების და პოტენციალის გამოვლენას მიგრაციის მონაცემთა ვიზუალიზაციების წარდგენასა და პრეზენტაციებში.

ვაკანსიის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია (ინგლისურ ენაზე) გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.icmpd.org/work-for-us/careers/current-vacancies/vacancy-detail/?tx_contactdb_pi2%5Bvacancy%5D=981&tx_contactdb_pi2%5BbackPid%5D=1665

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი