საერთაშორისო კონფერენცია მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე

ლოგო

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENIGMMA 2 („მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“), რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, 2018 წლის 8 და 9 თებერვალს გამართავენ საერთაშორისო კონფერენციას – „დიალოგი მიგრანტთა ინტეგრაციაზე – გამოწვევები, სარგებელი და საუკეთესო გამოცდილება“.

კონფერენციის მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკოსები, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული პირები, მკვლევარები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გამოცდილების შესახებ მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე; გარდა ამისა, განიხილავენ იმ გამოწვევებს, საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც თან ახლავს იმიგრაციის პროცესს და იმსჯელებენ პრობლემების გამკლავების შესაძლო გზებზე. საკითხების განხილვა მოხდება ამომწურავად, პრაქტიკული მაგალითების თეორიულ, აკადემიურ ჭრილში შეფასებითა და ანალიზით.

ორდღიანი კონფერენცია საუკეთესო შესაძლებლობაა ქართველი პრაქტიკოსებისა და საერთაშორისო ექსპერტებისათვის საკუთარი გამოცდილების, ცოდნისა და დაკვირვების შედეგების გასაზიარებლად იმისათვის, რათა მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხები უფრო სიღრმისეულად იყოს გააზრებული როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური და რეგიონთაშორისი პერსპექტივიდან. კონფერენციის გრძელვადიანი მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ წაახალისოს მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება და ხელი შეუწყოს გამოცდილებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას ამ სფეროში.

დიალოგში ჩართული იქნებიან სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ინსტიტუტების, კვლევითი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი