MME - აფრიკა-ევროკავშირის პარტნიორობა მიგრაციის, მობილობის და დასაქმების შესახებ

2007 წლის დეკემბერს, ლისაბონში გამართულ „მეორე ევროპულ-აფრიკულ სამიტზე“ აფრიკის და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს აფრიკა-ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგია. სტრატეგიის პირველ სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული რვა პარტნიორობიდან ერთ-ერთია „მიგრაციის, მობილობის და დასაქმების“ პარტნიორობა. იგი განსაზღვრავს საკითხების საერთო აღქმას და მოვალეობებს იმისათვის, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში უზრუნველყოფილი იყოს ყოვლისმომცველი რეაგირების მექანიზმები, განსაკუთრებით იმისთვის, რომ აფრიკაში შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და უკეთესად იყოს მართული მიგრაციული ნაკადები.

სტრატეგიის მეორე სამოქმედო გეგმა დამტკიცდა აფრიკა-ევროკავშირის მესამე სამიტზე, რომელიც გაიმართა 2010 წლის ნოემბერში, ტრიპოლიში. ახალი სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს თანამშრომლობის სფეროებს 2011-2013 წლებისთვის და ხაზს უსვამს უმაღლეს განათლებას, როგორც ამ პარტნიორობის ინტეგრირებულ ნაწილს. იგი მოიცავს ორ მთავარ კომპონენტს: 1) დიალოგის გაძლიერება და 2) კონკრეტული ღონისძიებების იდენტიფიცირება და განხორციელება.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ევროკომისიამ (EC) და აფრიკის კავშირის კომისიამ (AUC) წამოიწყეს ერთობლივი ინიციატივა „მიგრაციის, მობილობის და დასაქმების პარტნიორობის“ (‘MME Partnership’) მხარდასაჭერად. ეს ინიციატივა ასახავს თანამშრომლობის ღია ჩარჩოს ჩამოყალიბებას კონსულტაციებისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებზე მორგებულ თემატურ და გეოგრაფიულ არეალს და ემსახურება ძირითად დაინტერესებულ მხარეთა ლიდერობის ჩართულობის გაძლიერებას და ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.africa-eu-partnership.org/en/areas-cooperation/migration-mobility-and-employment/migration-mobility-and-employment-depth

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი