მიგრაციის დიალოგი ხმელთაშუაზღვისპირეთის ტრანზიტის შესახებ (The MTM Dialogue)

მიგრაციის დიალოგი ხმელთაშუაზღვისპირეთის ტრანზიტის შესახებ (The MTM Dialogue) წარმოადგენს, აფრიკის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიგრაციული მარშუტების მიმდებარე -წარმოშობის, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყნების მიგრაციის საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეთა შორის არაფორმალურ საკონსულტაციო პლატფორმას. ის საქმიანობს ოპერატიულ და ტექნიკურ დონეზე და მისი არაფორმალური და არასავალდებულო ხასიათი მხარეთა ხედვების ღიად გაცვლის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა პოზიციების ფორმირებას.

დიალოგი თავდაპირველად ფოკუსირებული იყო ტრანზიტულ მიგრაციაზე. მოგვიანებით მისი ფორმატი გაფართოვდა და მოიცვა მიგრაციის საკითხების ფართო სპექტრი, მიგრაციის და განვითარების და შერეული მიგრაციის ჩათვლით. 2015 წლის დიალოგმა ასევე მოიცვა ადგილობრივი დონეც და მისი ხედვა გავრცელდა ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხუთ-ხუთი ქალაქისგან შემდგარ ქსელზე. ხმელთაშუაზღვისპირეთის ტრანზიტის შესახებ (The MTM Dialogue) მიგრაციის დიალოგი ეფუძნება გლობალური, აფრიკული და ევროპული პოლიტიკის ძირითად სახლმძღვანელო პრინციპებს და პატივს სცემს მიგრაციასთან მიმართებაში არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს. ერთობლივი ძალისხმევა და ურთიერთგანვითარება კი, უზრუნველყოფილია სხვა შესაბამისი ინიციატივებით.

დიალოგის მამოძრავებელი ძალა ყოველთვის მიმართული იყო არამხოლოდ მიმდინარე საკითხებზე, არამედ ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე და სამომავლო გამოწვევების პროგნოზირებაზე. იგი გამოხატავს მიგრაციის აქტორების მრავალფეროვნებას და ეფუძნება მათ შესაბამის ექსპერტულ ცოდნას. დიალოგი მიმართულია საკითხების გადაჭრის მდგრადობაზე და უზრუნველყოფს მიღებული შედეგების და მეთოდოლოგიების რეგულარულ და გრძელვადიან ტრანსფერს ყველა მონაწილე ქვეყნისთვის, რითაც მაქსიმალურად ზრდის უწყებათაშორისი თანამშრომლობის სარგებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.icmpd.org/fileadmin/ICMPD-Website/ICMPD-Website_2011/Migration_Dialogues/MTM/Factsheets/MTM_Factsheet_20_05_2015.pdf

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი