ლექციები მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული მემურანდუმის შესაბამისად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში გაიმართება მიგრაციის სწავლების კვირეული, რომელიც მოიცავს ლექციებს და სემინარებს მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.
მსგავსი ტიპის მიგრაციის სწავლების კვირეული 2015-2016 აკადემიური წლის განმავლობაშიც ჩატარდა სამჯერ (2015 წლის ოქტომბერში, დეკემბერში და 2016 წლის აპრილში) და მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: მიგრაცია და განვითარება, მიგრაციის კვლევის მეთოდები, მიგრაცია და ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და მიგრაცია.
2016 წლის შემოდგომაზე პროექტი ENIGMMA ორგანიზებას გაუწევს მიგრაციის ლექციებს ახალ ფორმატში - შაბათ-კვირის ლექციები მიგრაციის შესახებ. ღონისძიების განმავლობაში ორი სრული დღე დაეთმობა მიგრაციის შესახებ ლექცია-სემინარებს. ღონისძიების გახსნისას მოხდება მონაწილეთა გაცნობა, მიმოხილული იქნება ღონისძიების ძირითადი თემატიკა და ამის შემდეგ მონაწილეები ლექტორებს გაუზიარებენ საკუთარ მოლოდინებს.
ლექციების თემები არის შემდეგი:
• სექტემბერი: მიგრაციის სწავლებების შესავალი;
• ოქტომბერი: მიგრაცია და განვითარება;
• ნოემბერი: მიგრაცია და ეკონომიკა;
• დეკემბერი: ინტეგრაცია და მოქალაქეობა
• თებერვალი: თავშესაფარი, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები;
• მარტი: მიგრაცია და ადამიანის უფლებები;
• აპრილი: ტრეფიკინგი.
ცნობისათვის, „მიგრაციის სწავლებების შესავლის“ ლექციაზე რეგისტრაცია სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.
დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ აქ.