ინფორმაცია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ

2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის ზონის/ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის დროს, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

რას მოიცავს ეს ცვლილება და რა დოკუმენტებია საჭირო ევროკავშირის შენგენის ზონაში მოგზაურობისას, გაიგეთ მეტი აქ https://www.geoconsul.gov.ge/ka/schengen

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.  მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა. ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.

ბროშურაში დეტალურადაა გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი და საჭირო დოკუმენტების ნუსხა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია პასპორტის მიღების დროს საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ.

ბროშურის ჩამოტვირთვა:

ევროკავშირში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა

უკანასკნელ წლებში საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეიყვანა ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო შეფასებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანების მიმართ არ ხდება დევნა, წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და არ არსებობს განურჩეველი ძალადობის საფრთხე საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტების სიტუაციაში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე დადებით იგადაწყვეტილების მიღების შანსი საკმაოდ დაბალია.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს ევროკავშირის/შენგენის 17 ქვეყანა:

1. ბულგარეთი
2. საფრანგეთი
3. ლიხტენშტაინი
4. ავსტრია
5. ბელგია
6. ნიდერლანდები
7. ისლანდია
8. ლუქსემბურგი
9. ირლანდია
10. ესტონეთი
11. დანია
12. ჩეხეთი
13. კვიპროსი
14. სლოვენია
15. შვეიცარია
16. საბერძნეთი
17. შვედეთი
 

უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.mobility.schengenapp

https://itunes.apple.com/us/app/schengen-eu-app/id1249319256

უვიზოდ მიმოსვლის გზამკვლევი

გაითვალისწინეთ! ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მგზავრობისათვის პირი უნდა ფლობდეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადა სულ მცირე 3 თვით მაინც აღემატება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების დატოვების თარიღს.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 2010 წლის 15 აპრილიდან, რომელიც მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია. მისი გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. ჩვეულებრივი (არაბიომეტრიული) პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი და მასზე დატანილია მფლობელის პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდი. 2016 წლის შემოდგომიდან გაიცემა მესამე თაობის ბიომეტრიული პასპორტები, რომლებიც 2010 წლის ნიმუშის (მეორე თაობის) პასპორტებზე უფრო ძლიერი დაცვის მექანიზმებითაა აღჭურვილი. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხშირად დასმული კითხვები

 ---------------------------------------------------------------------------------------

მიგრანტის პირველი ნაბიჯები - სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” მიერ, პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების” ფინანსური მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „სიდა”.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი