ეუთო-ს ტრენინგი მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე

2015 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, თბილისის იუსტიციის სახლში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით, მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე ტრეინინგი ჩატარდება. ტრენინგში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზეა ფოკუსირებული და მისი მიზანია, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მიგრანტთა ინტეგრაციის სფეროში ეუთო-ს ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებას და საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.

ტრეინინგზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: მიგრანტთა ინტეგრაციის კონცეფცია და ეუთო-ს ვალდებულებები, მიგრანტთა ოჯახის გაერთიანება მიმღებ ქვეყნებში, ხელმისაწვდომობა მიმღები ქვეყნის შრომით ბაზარზე, მიგრანტების განათლება მიმღებ ქვეყანაში, ხელმისაწვდომობა მიმღები ქვეყნის მოქალაქეობაზე და სხვა. ტრეინინგს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ექსპერტები გაუძღვებიან.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ყოველწლიურად მართავს მსგავსი ტიპის ტრენინგებს ეუთო-ს წევრ ქვეყნებში. გასულ წელს ანალოგიური ტრეინინგები ჩატარდა სომხეთში და ბალტიის ქვეყნებში (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი).

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი