ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „ლეგალური მიგრაცია - საუკეთესო არჩევანი”, რომლის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო გზამკვლევი ლეგალური ემიგრაციის და იმიგრაციის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. გზამკვლევებში თავმოყრილია პრაქტიკული ინფორმაცია როგორც ემიგრანტებისთვის აუცილებელი დოკუმენტების, ქვეყნიდან დროებითი ან მუდმივი გასვლის და უკან დაბრუნების სამართლებრივი გზების, ასევე უცხოელებისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტაციის, შესაბამისი სტატუსის მოპოვებისა და ლეგალურად გადაადგილების შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ გზამკვლევი სასარგებლო სამსახურს გაუწევს პოტენციურ თუ ფაქტობრივ მიგრანტებს და მიგრაციის სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებს.

საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი

პუბლიკაციაში მოცემულია საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, შესაბამის პრაქტიკულ სამართლებრივ განმარტებებთან ერთად. სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში მოქმედ ქართველ იურისტთა ჯგუფმა, როგორც საბერძნეთის კანონმდებლობის ინტერპრეტირების კუთხით, ასევე საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გზამკვლევში ასახვის თვალსაზრისით.

ცნობარი არალეგალური მიგრაციის შესახებ

წარმოდგენილი ცნობარი ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის პრევენციას და უცხოელის ცნოებიერების ამაღლებას, რომ იგი მოემგზავრება ან იმყოფება სახელმწიფოში, სადაც ერთის მხრივ, დაცული იქნება მისი უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ, მყარი და ეფექტური კანონმდებლობისა და მისი აღმასრულებელი ორგანოების არსებობა არ მისცემს უცხოელს საშუალებას, შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

მიგრანტის პირველი ნაბიჯები - სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” მიერ, პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების” ფინანსური მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „სიდა”.

უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანია

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია, ბელგიის სამეფოს საიმიგრაციო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს უკანონო მიგრაციის პრევენციის საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება უკანონო მიგრაციის რისკებისა და საფრთხეების, და ლეგალური მიგრაციის უპირატესობის შესახებ. ასევე, დეტალური განმარტების მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ბელგიის სამეფოში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე.

კონსულტანტის გზამკვლევი საქართველოში მიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის თაობაზე

წინამდებარე პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის დახმარებით და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

რეინტეგრაციის გზამკვლევი დაბრუნებული მიგრანტებისთვის

რეინტეგრაციის გზამკვლევი მოამზადა და გამოსცა (2016 წლის მაისი) სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს (GPAM) - ფარგლებში და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

მოცემული გზამკვლევი წარმოდგენილია რამდენიმე თემატური ბროშურის სახით და ემსახურება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ინფორმირებულობის გაზრდას რეინტეგრაციისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხებზე.

  • ბიზნესი (637.33 KB)ბიზნესის დაწყება, გადასახადები, მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები
  • დასაქმება (561.2 KB)დასაქმების პორტალები, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები, სტაჟირება
  • ჯანდაცვა (570.89 KB)საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის პროგრამა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება
  • რეინტეგრაციის პროგრამები (565.66 KB)სახელმწიფო პროგრამა, IOM-ის პროგრამები
  • განათლება (592.8 KB)სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება
  • სოფლის მეურნეობა (620.94 KB)მიწის რეგისტრაცია, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამები
  • ტრანსპორტი (582.25 KB)მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტომობილის რეგისტრაცია, ჯარიმები
  • ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა (537.94 KB)ტრეფიკინგის და ოჯახური ძალადობის დეფინიცია, სახელმწიფო სერვისები

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი