პროგრამა „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მეოთხე სხდომა

2015 წლის 18 მარტს თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. შეხვედრის დროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს გააცნეს საანგარიშო პერიოდში (2014 წლის ნოემბერი - 2015 წლის მარტი) მიღწეული წარმატება, სამომავლო ღონისძიებები და დასახული გეგმები. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და გამოთქვეს წინადადებები სამომავლო თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისათვის და ასევე პროექტში ჩართულ სხვა მხარეებს მხარდაჭერისათვის.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი