შეხვედრები ქართულ დიასპორასთან: საბერძნეთი, გერმანია, თურქეთი

პროექტის – „ERGEM - ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ გაიმართა საინფორმაციო დღეები სამ სამიზნე ქვეყანაში: საბერძნეთი, გერმანია და თურქეთი. საინფორმაციო დღეები მიმდინარეობდა დიასპორის დღეების ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე საელჩოებისა და საკონსულო სამსახურების წარმომადგენლებმა, შესაბამის ქვეყნებში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა და დიასპორის წევრებმა.

საინფორმაციო დღეებზე წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვა, სიმღერა, ქართული სამზარეულო. გასართობი ღონისძიებების გარდა, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა აქტიური კონსულტაციები გაუწიეს ემიგრანტებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის – ქონების რეგისტრაცია, დიპლომის აღიარება, ბიზნესის დაწყება, სამშობლოში დაბრუნება და რეინტეგრაცია, საპენსიო უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მიღება, მოქალაქეობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მართვის უფლება. დამსწრე საზოგადოებას საბერძნეთსა და გერმანიაში მიმართეს საქართველოს ელჩებმა და გააცნეს ის მიმართულებები და სიახლეები რა საკითხებზეც საელჩოები მუშაობენ და თანამშრომლობენ შესაბამისი ქვეყნების სახელმწიფო უწყებებთან. საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ქ. ბერლინში გამართულ საინფორმაციო დღეზე წარმოადგინა პრეზენტაცია ცირკულარული მიგრაციის პროექტზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში.

დიასპორის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც კონსულტაციებმა, ასევე კულტურულმა ღონისძიებამ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი