ეროვნული კონფერენცია მიგრაციის საკითხებზე

26 აპრილს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ეროვნული კონფერენცია: „მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები“. კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი მიგრაციის სფეროში კვლევისა და სტაჟირების საკითხებში თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული კონფერენციის მიზანია აკადემიური დებატის წახალისება სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო როგორც მიგრაციის მართვის სფეროში, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, აკადემიის წარმომადგენლები და კონფერენციის თემებზე მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი