
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
-
კომისია
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ/კომისია) შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
-
სამდივნო
კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.
-
სამუშაო ჯგუფები
საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები.
სიახლეები
-
პროექტების საკოორდინაციო შეხვედრა
2023 წლის 27 თებერვალს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით 22-ე საკოორდინაციო შეხვედრა,...სრულად...
-
მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საქართველოს და ესტონეთის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა
უკანასკნელ ათწლეულებში საერთაშორისო მიგრაციული ნაკადები არა მხოლოდ რიცხობრივად გაიზარდა, არამედ გახდა უფრო კომპლექსური, რამაც მსოფლიოს მასშტაბით წარმოშვა ახალი გამოწვევები მიგრაციის მართვის კუთხით. შესაბამისად, მიგრაციის მუდმივად ცვალებად გარემოში ეფექტური რეაგირების მიზნით...სრულად...
-
ინფორმაცია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ